- ორჯერ უფრო მყარია ვიდრე თერმოპლასტი და შვიდჯერ უფრო მტკიცე ვიდრე ხე;
- კონსტრუქციის მდგრადობა, სიმყარე და გამოყენების ხანგრძლივობა 50 წელს აჭარბებს;
- ნაგებობის უნიკალურობა, თანამედროვე სტილი და განუმეორებელი დიზაინი - ნებისმიერი ფორმის, ფერის და ზომის კონსრტუქციის გამოყენების მეშვეობით;
- მაღალი შუქგამტარობა და ელექტროენერგიის ეკონომია, ვინაიდან შენობაში შუქის შეღწევას ხელს არ უშლიან კედლები;
- გამოიყენება, როგორც თანამედროვე მშენებლობების, ასევე ძველი შენობების რეკონსტრუქციის დროს;
- გამოირჩევა ოპტიმალური ხმაგაუმტარობითა და თერმოიზოლაციით - ფუნქციონალურ მინასა და სხვა საფასადე მასალასთან შერწყმის შედეგად;
- მაქსიმალური თერმოიზოლაცია იცავს შენობას გარე ტემპერატურული ცვლელებების, ქარის, მტვრისა და უამინდობისგან.
1. ხუფოვანი სისტემა - გამჭვირვალე,სხვადასხვა კონფიგურაციის მქონე შუქგამტარი, გადასახური კონსტრუქციები და ზენიტური მაშუქები შენობებსა და ნაგებობებს ეფექტურ, არასტანდარტულ, განუმეორებელ იერს ანიჭებენ და ამავდროულად იცავენ უამინდობისგან.თანამედროვე ხუფოვან სისტემებში უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება - შემინული - ერთფერდა და ორფერდა სახურავების, ზენიტური მაშუქების, გუმბათების, თაღოვანი კამარების, რთული გეომეტრიის მქონე პირამიდების შესამინი ალუმინის ქვეკონსტრუქციები. საყრდენი კონსტრუქციის კარკასად (ALT SKL50-ს მიხედვით)გვევლინება დახრილი, ან ვერტიკალური დგარი (ბიგი).