მისამართი: პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა 13, თბილისი Tbilisi, Georgia.
ტელეფონი : (+995 032) 2 11 00 72
მობილური: (+995) 599 19 83 82
ელ.ფოსტა: info@alcom.ge

ლითონის ვიტრაჟული ტიხრები და შემინვები

ვიტრაჟი ეს არის ფერადი მინის ნაკეთობა, რომელიც გათვლილია გამჭოლ განათებაზე და მისი დანიშნულებაა - ღიობის (ფანჯრის, კარის, თაღის) შევსება, ან რომელიმე არქიტექტურულ შენობაში, მისი დამოუკიდებელ კონსტრუქციად გამოყენება.

როგორც გამოყენებითი ხელოვნების სახეობა,მხატვრული ვიტრაჟების დამზადება მრავალ საუკუნეს ითვლის.
ვიტრაჟებს იყენებენ - ტაძრების , გასული საუკუნეების არქიტექტურული ძეგლების, საგამოფენო დარბაზებისა და სხვა შენობების ფანჯრის ფართო ღიობების მოსართავად. თუმცაღა კარგი დიზაინის, სწორად შერჩევისა და დაყენების შემთხვევაში, ვიტრჟი კარგად ერწყმის თანამედროვე სახლებსა და ბინებსაც კი.

თანამედროვეობაში ვიტრაჟის რამოდენიმე სახეობას იყენებენ:

-    კლასიკური მოზაიკა;
-    ფიუზინგი;
-    ტიფანი;
-    გამოყენებითი ვიტრაჟი;
-    ქვიშანაკადით დამუშავებული;
-    ფოტობეჭდური და სხვ.

ჩვენი ფირმა გთავაზობთ ვიტრაჟული შემინვის მრავალ ვარიანტს-დაწყებული კლასიკური მოზაიკით და ფოტობეჭდური ვიტრაჟით დამთავრებული.