მისამართი: პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა 13, თბილისი Tbilisi, Georgia.
ტელეფონი : (+995 032) 2 11 00 72
მობილური: (+995) 599 19 83 82
ელ.ფოსტა: info@alcom.ge

ჭიშკრები

ეზოში შესასვლელი კარი და ღობე შენობის ერთგვარი სახეა. კარის ფუნქციონირება უნდა იყოს იოლი, შეუფერხებელი და არქიტექტურულად ეხამებოდეს შენობის დიზაინს. რაც უფრო მძიმეა კარი, მით უფრო საიმედო და მძლავრი უნდა იყოს მისი ავტომატური მართვის სისტემა.
არსებობს ჭიშკრისა და ალაყაფის კარის ორი სახეობა:
-    გასაგორებელი
-    გასახსნელი
ჭიშკარი შეიძლება იყოს ალუმინის ან სხვა უჟანგავი ლითონის, ავტომატური მართვის  და სხვა, შესაძლებელია ჭიშკარის სასურველი დიზაინით ( სხვადასხვა ფაქტურა და ფერი) მოპირკეთება.

ლითონის გასაგორებელი ჭიშკარი - გორგოლაჭიანი, გასაგორებელი ავტომატური ჭიშკარი მომგებიანი და მოხერხებულია როგორც  მართვის, ასევე ფართის ეკონომიის, უსაფრთხოების, კერძო ტერიტორიის დაცვის, უხმაურობის, ორიგინალურობისა და თანამედროვე დიზაინის თვალსაზრისით.საიმედო ავტომატური სისტემის წყალობით ჭიშკრის გაღება-დახურვა დისტანციური პულტის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ხდება. შეგიძლიათ ავტომანქანის სალონიდან, ან სახლიდან მართოთ ჭიშკარი. თუ სისტემა ფოტოელემენტიანია, ეს კიდევ დამატებით უსაფრთხოებას გიქმნით თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს. იგი გამორიცხავს ადამიანთან, ან შემომავალ ავტომობილთან შეჯახებას,კარის მოძრაობის დროს.

გასახსნელი ჭიშკარი - დღეისათვის ჭიშკრის ყველაზე გავრცელებული ტიპი გასახსნელი ჭიშკარია. ეს არის - უბრალო და საიმედო, უძველესი, მაგრამ სრულიად არა მოძველებული კუნსტრუქციის. გასახსნელი ჭიშკრის ორი სადგული დამაგრებულია ორ ბოძზე და იღება შიგნით ან გარეთ.კარის დასამზადებელი მასალის მიხედვით - ჭიშკარი შესაძლოა  როგორც ძალიან უბრალოდ გამოიყურებოდეს, ასევე საკმაოდ ელეგანტურად. ასეთ ჭიშკარს იყენებენ - ავტოფარეხის, კერძო ნაკვეთების, დაწესებულებების, სამშენებლო მოედნებისა და საერთოდ შემოფარგლული დიდი ტერიტორიების შესასვლელებში.