აბაზანა და კონკრეტულად საშხაპე კაბინა მნიშვნლოვან როლს
ასრულებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დილით შხაპის მიღება
განსაკუთრებულ პოზიტიურ განწყობას გვიქმნის და ასევე დამღლელი დღის
ბოლოს, მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენს განტვირთვაზე. ამიტომ
განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი საშხაპე
კაბინა.
არსებობს
კაბინის სახეობები: ღია, დახურული და კომბინირებული.
ღია საშხაპე კაბინა უპირველეს ყოვლისა განეკუთვნება ასაწყობი ტიპის მოდელს, რაც იმას გულისხმობს, რომ ოთახის ერთ-ერთი კედლის ბაზაზე ან კუთხეში ამონტაჟებენ პადონს, ხოლო მას ერთი ან ორი მხრიდან ესაზღვრება ნაწრთობი შუშის კედელი. ასეთი ტიპის კაბინებს არ აქვთ სახურავი, შესაბამისად, შეუძლებელია მათში დამონტაჟდეს სისტემა, რომელსაც აქვს კასკადური და ტროპიკული შხაპის ფუნქციები.
დახურულ კაბინას აქვთ მთლიანად ავტონომიური დიზაინი, რომელიც შედგება პადონის, კაბინის კედლებისა და სახურავისგან, ანუ ეს არის პორტატული ბოქსი, რომელშიც არის ჩაშენებული უამრავი სხვადასხვა დამატებითი ფუნქცია. ასევე ადვილია მისი დემონტაჟი გადაადგილების ან შეკეთების შემთხვევაში.
კომბინირებული საშხაპე კაბინა - ეს არის
ბოქსი, რომელშიც გამოიყენება ღრმა პადონი, ან უფრო ხშირად აკრილის,
თუჯისგან ან ფოლადისგან დამზადებული აბაზანა. პერიმეტრის გარეშემო
განლაგებულია საშხაპე კედლები, ხოლო ზედა ნაწილი შეიძლება იყოს,
როგორც დახურული, ისე ღია, რომელიც დამოკიდებულია შერჩეულ
მოდელზე.
ასეთი კომბინირებული კონსტრუქცია საშუალებას იძლევა შეითავსოს
თანამედროვე აბაზანების ყველა უპირატესობა. მაგალითად, ჯაკუზი, ან
ჰიდრომასაჟი, ასევე შხაპის სხვადასხვა ფუნქციები, როგორიცაა კასკადური
და ტროპიკული.
არსებობს როგორც სტატიკური, ასევე სლაიდინგ, ან გამოსაღები კარის სისტემის საშხაპე კაბინებიც.