მისამართი: პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა 13, თბილისი Tbilisi, Georgia.
ტელეფონი : (+995 032) 2 11 00 72
მობილური: (+995) 599 19 83 82
ელ.ფოსტა: info@alcom.ge

ზამთრის ბაღები და ატრიუმები

ზამთრის ბაღები და ატრიუმები - წელიწადის ცივ პერიოდებში გვენატრება მცენარეები, მათი ყვავილობა,ზაფხულის დღეები, ფოთლების სიმწვანე და სიხასხასე. მთელი წლის მანძილზე ამ ყველაფრის შენარჩუნებაში გვეხმარება ზამთრის ბაღი.
    ალუმინი,მასალა რომლითაც ზამთრის ბაღი შენდება - მსუბუქი, მყარი და ჟანგვისადმი მდგრადი ლითონია. იგი ძალიან კარგად ერწყმის მინას, მის გამჭვირვალობასა და გარემოს (იგულისხმება ეზო, სადაც იგი დგას).
                       ალუმინის ზამთრის ბაღის ძირითადი ელემენტებია:
-    ლითონის კარკასი; (შესაძლოა - უკარკასო, მთლიანი შემინვა);
-    ვერტიკალური შემინვის მეშვეობით შექმნილი კედლები; (შესაძლოა - დაბურული,      ნაწრთობი, მზისგანდამცავი, დარტყმისსაწინააღმდეგო და სხვა დამატებითი ფუნქციების მქონე მინის გამოყენება);
-    დახრილი შემინვის მეთოდით აწყობილი სახურავი; (შესაძლოა გადახურვის სხვადასხვა ვარიანტები);
-    გამღებ-დამკეტი ელემენტები (კარი, ფანჯარა, ავტომატიზებული ფრამუგები).;
-    მყარი საყრდენები და სპეციალური ფურნიტურა.

    ატრიუმები -  შესანიშნავად ერწყმიან ნებისმიერი შენობის გარე იერსახეს, აცოცხლებენ და ალამაზებენ ნაგებობას. ჩვენი სპეციალისტები დაამზადებენ შუქგამტარი, გამჭვირვალე სახურავის პრაქტიკულად ყველანაირ კონსტრუქციას, რაც არქიტექტორებსა და დიზაინერებს  განუსაზღვრელ შემოქმედებით სივრცეს და თავისუფალი არჩევანის უპირატესობას სთავაზობს. ზენიტური მაშუქების ძირითადი დანიშნულება - შენობის ბუნებრივი განათებაა. მინის სახურავიდან შეღწეული შუქი, უფრო მარგებელია, ვიდრე ის, რომელიც შემოაღწევს მინის კონსტრუქციებით  შემოფარგლული კედლებიდან ვინაიდან იგი არ ჭრის თვალებს და არაკონტრასტულია. ზენიტური მაშუქები 40-50%-ით მეტ შუქს ატარებენ, ვიდრე ჩვეულებრივი ვერტიკალური ფანჯრები. ალუმინის ზენიტური მაშუქები უზრუნველყოფენ შენობის შიგნით მაქსიმალურად შესაძლო ბუნებრივ განათებას, მაქსიმალურად ამცირებენ სითბურ დანაკარგს შენობაში და მთლიანად გამორიცხავენ  კონდენსატის წარმოქმნას მინის შიდა მხრეს, ამცირებენ ხისტი ულტრაიისფერი სხივების შენობაში შემოღწევის საშიშროებას.