მისამართი: პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა 13, თბილისი Tbilisi, Georgia.
ტელეფონი : (+995 032) 2 11 00 72
მობილური: (+995) 599 19 83 82
ელ.ფოსტა: info@alcom.ge

გასასრიალებელი სისტემა (სლაიდინგი)

გასასრიალებელი სისტემა (სლაიდინგი) – ამ სისტემის ძირითადი უპირატესობა სივრცის ეკონომიაა. ფანჯრისა და კარის გაღების დროს, აივნის ან ლოჯიის სასარგებლო ფართი თავისუფალი, ხელუხლებელი რჩება. კარ-ფანჯრის ჩარჩოები ერთმანეთის გასწვრივ მოძრაობენ, რაც ხმარებაში ძალზე მოსახერხებელია და არანაირ პრობლემებს არ ქმნის. მსუბუქი სრიალი უზრუნველყოფილია ფოლადის მყარი გორგოლაჭებით. შემინვა ხასიათდება ჰერმეტულობით და შესანიშნავად იცავს აივანს, ღია ფართს ნალექის, მტვერისა და უამინდობისგან. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სპეციალური ფურნიტურა, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში ბლოკავს სადგულის გახსნას - როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.