მისამართი: პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა 13, თბილისი Tbilisi, Georgia.
ტელეფონი : (+995 032) 2 11 00 72
მობილური: (+995) 599 19 83 82
ელ.ფოსტა: info@alcom.ge

შემინვის სისტემები

საფასადე შემინვების სხვადასხვა სახეობები არსებობს: მედეგ-რიგელური,სპაიდერული, მოდულური ფასადი, სტრუქტურული, ნახევრადსტრუქტურული, ჩარჩოთი  და სხვ. შემინვის სისტემები. შემინული ფასადი გაცილებით სასიამოვნოდ გამოიყურება, ვიდრე „ბეტონის კოლოფი“.                შუქგამტარი ფასადების უპირატესობა:
-    რესპექტაბელური გარე იერი;
-    მინის შესანიშნავი შუქგამტარობა (ელექტროენერგიის ეკონომია);
-    შენობის შიგნითა სივრცის ვიზუალური გაფართოება;
-    შენობის დამატებითი ვენტილაცია;
-    ნებისმიერი ფერისა და ფორმის კონსტრუქციები;
-    საიმედობა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობა.


    საფასადე შემინვის ტექნოლოგია სხვადასხვანაირია. ყოველი მათგანი განკუთვნილია დიდი ღიობის გაბარიტული მინით ამოსავსებად, ამასთანავე ისინი მოსახერხებელია ექსპლუატაციაში. შემინვის სისტემებში განსაკუთრებული ადგილი უკავია - ტერასების, ვერანდების, ტალავერებისა და ფანჩატურების (თალარების) შემინვას.
შემინვის სისტემები:
-    იცავენ წვიმის, ქარის, თოვლის, მცხუნვარე მზისა და სიცივისგან;
-    ინარჩუნებენ სითბოს,გათბობის სპეციალური სისტემის გარეშე;
-    ხსნიან პანორამულ ხედვას;
-    საზაფხულო მიშენებას აქცევენ ყოველსეზონურად.