Address: Georgia, Tbilisi, Petre Sarajishvili st. #13.
Telephone : (+995 032) 2 11 00 72
Mobile: (+995) 599 19 83 82
Email: info@alcom.ge

Office systems

მინის შიდა ტიხრების კონსტრუქციების ძირითადი სახეობები:
-    სტაციონალური ტიპის მინის ტიხრები - დიდი ფართის (ტერიტორიის) რამოდენიმე შედარებით პატარა კომპაქტურ ნაწილად გაყოფის საშუალებას იძლევა;
-    მობილური ტიპის მინის ტიხრები - გამოირჩევა მზიდ საყრდენთან დამაგრების ხერხით (წესით). კონსტრუქციები შესრულებულია ცალკეული მოდულების სახით, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან და საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად - გადაადგილების მიზნით, შეიძლება დემონტაჟდნენ. მთავარ უპირატესობად ითვლება ოფისის თავისუფალი სივრცის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება.
-    მინის ტიხრები გასაწევ-გამოსაწევი მექანიზმით -საოფისე ფართის რაციონალურად გამოყენების საშუალებას იძლევა. გასაწევ-გამოსაწევი მექანიზმის მეშვეობით კონსტრუქციები დიდ დარბაზს, იოლად აქცევენ ორ ცალკეულ ფართად, ან პირიქით. ეს სისტემები აქტუალურია მისაღებ განყოფილებებსა და საკონფერენციო დარბაზებში.
-    ქანქარიანი მინის ტიხრების თავისებურება ითვალისწინებს ისეთი მოძრავი სადგულების მონტაჟს, რომლებიც  კარის ორივე მხარეს გაღებასუზრუნველყოფენ. ასევე, ნაწარმის დამზადების ტექნოლოგია მის მზა ღიობში, უჩარჩოდ დამონტაჟების საშუალებას იძლევა.
-    უკარკასო მინის ტიხრებს აქვთ მთლიანად მინის კონსტრუქცია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტილით და ხაზს უსვამს შენობის ინტერიერს. მზადდება სტაციონალური და მობილური მოდულების სახით. ტიხრებს აქვთ სქელი მინის კედლები, რომლებიც მთელი კონსტრუქციისთვის მზიდ ფუნქციასაც ასრულებენ.