Address: Georgia, Tbilisi, Petre Sarajishvili st. #13.
Telephone : (+995 032) 2 11 00 72
Mobile: (+995) 599 19 83 82
Email: info@alcom.ge
Aluminum curtain wall systems
სილიკონის საფასადე სისტემა - გამოიყენება მაშინ, როდესაც შემკვეთი ფასადის სრულად შემინულ სახეობას ანიჭებს უპირატესობას. ასეთ სისტემებში, მინის კასეტებს შორის არსებობს შუალედი (16 მმ.) და გარედან ალუმინი შეუმჩნეველია. ქვედა კონსტრუქცია ალუმინის ჰორიზონტალური და ვერტიკალური თამასების მეშვეობით იქმნება.
სტრუქტურული შემინვა ერთადერთი შესაძლო სისტემაა - რომელიც ამ მიზნისთვის სპეციალურად შემუშავებულ მაღალხარისხოვან სილიკონის მასალას იყენებს. სტრუქტურული შემინვისას სილიკონის ჰერმეტიკა თავის ჩვეულ - ჰერმეტიზაციის ფუნქციას კი არ ასრულებს მხოლოდ, არემედ შეწებებისას ფასადის ელემენტების დამცავადაც გვევლინება.  სწორად დაპროექტებისა და  დაყენების შემთხვევაში, სისტემა წარმატებით უწევს წინააღმდეგობას - წნევის, ძვრის (მომტვრევის), უწყვეტი მოძრაობის, წევის ძალებს, ამინდისა და ტემპერატურის ცვალებადობას. აქ გამოყენებული მასალა უნდა შეირჩეს შეწებების თავსებადობის ხარისხისა და ზომების კორექტულად განსაზღვრის მიხედვით. ფართო წინასწარი ტესტირება, სწორი დიზაინი, მასალის შერჩევა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზედმიწევნითი კონტროლი ფირმა ALCOM - ის მიერ შემოთავაზებული სისტემის საფუძველს წარმოადგენს. სილიკონის ასეთი გერმეტიკების გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ მინების, არამედ კერამიკული, ლითონის, ქვისა და კომპოზიციური პანელების შენობის კარკასზე დაწებებისას.
         სპეციალურად შემუშავებული სილიკონის გერმეტიკები შენობას იცავენ უამინდობის, ატმოსფერული ზემოქმედებისა და ხანძრისგან. სწორად დაპროექტებულ და დამზადებულ სტრუქტურული შემინვის  სისტემებს უამინდობოს დროს - განსაკუთრებით ქარიან ამინდში, მთელი დატვირთვა ძირითად, მზიდ კონსტრუქციებზე გადააქვთ, რაც ხახუნის, კომპრესიისა და ტემპერატურული დეფორმაციის პირობებში შენობის მდგრადობის უდაო გარანტია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სილიკონი შესანიშნავად მდგრადია ულტრაიისფერი დასხივებისადმი, რასაც ვერცერთი სხვა გერმეტიკი ვერ უზრუნველყოფს.
07.08.2019